ჩვენ შესახებ

სასტუმრო პორტალტუსი - მდებარეობს ძველი ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ უბანში,შავი ზღვის სანაპიროზე. სასტუმროს ადგილმდებარეობა უნიკალურია, ირგვლივ მრავალფეროვანი არჩევანია ცნობილი რესტორნებისა და კაფეების. აქვეა კინოთეატრი, ბათუმის დრამატული თეატრი, უძველესი არქიტექტურული ნიმუშები, საკათედრო ტაძარი, უამრავი სავაჭრო თუ გასართობი ობიექტი.

პორტალტუსი მდებარეობს ბათუმის აეროპორტიდან 10 წუთის სავალზე,მახინჯაურის სარკინიგზო სადგურიდან 2 კმ-ში, შავი ზღვისა და ბულვარიდან კი მხოლოდ 30 მ-ში.

ახლად აშენებული სასტუმრო პორტალტუსი თავისი მყუდრო და ნათელი ოთახებით, აივნებით, ტერასით, ხედებით ძველ ბათუმსა და შავ ზღვაზე, გასართობი და მოსასვენებელი ფოიეთი, უახლესი ავეჯით, ულტრა თანამედროვე აპარატურითა და მაღალ კვალიფიცირბული თანამშრომლებით დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ.